|
2017-08-14 15:07:50, 2327 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარზე მოხსენება გააკეთა
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მან დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სემინარის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკით ხასიათდება. „ჩინეთთან თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ჩვენ გვსურს აბრეშუმის გზა აღორძინდეს, რადგანაც საქართველო ისტორიულად იყო და რჩება აბრეშუმის გზის ნაწილად. უმოკლესი გზა ჩინეთიდან ევროპაში და პირიქით სწორედ საქართველოზე გადის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, სრულად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო პოტენციალი და გაზარდოს და განავითაროს თავისი ისტორიული როლი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილმა ყურადღება აამახვილა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე, როგორც საკუთრების უფლებების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოში არის ბიზნესის წარმოების ისეთი გარემო, როდესაც ყველა მეწარმე ბიზნესის წარმოების ერთიან წესებს ემორჩილება. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახდო სისტემის ქვეყანა. ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის სიმძიმის მიხედვით საქართველო ერთ-ერთ მეწინავე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით. სემინარს, რომელიც სს „საპატრიორო ფონდისა“ და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის ორგანიზებით ჩატარდა, ქართველი და ჩინელი ბიზნესმენები დაესწრნენ. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)