|
2017-08-14 13:17:11, 2750 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი: ჩანაწერი პროვოკაციაა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას ისახავს მიზნად
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს პროვოკაციად მიიჩნევს. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე რეაგირება არაა საჭირო. "ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებებით, მათ შორის უკრაინული "ვიკილიქსიდან" განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასოდეს, არც მაშინ და არც ახლა მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მიგვიცია და არც ახლა მივცემთ გარკვეული ტიპის რეაგირებას", - განაცხადა აბაშიშვილმა. შეგახსენებთ, რომ Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. შს სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)