|
2017-08-11 15:23:37, 2362 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, ბათუმში აქცია-პერფორმანსი გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მათივე ცნობით, „ზებრა“–გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე „ზებრა“-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა“- გადასასვლელს ასახავდა. აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვა. აქციას ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, ასევე, გამვლელები შემოუერთდნენ და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს. აქცია-პერფორმანსის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ „ზებრა“-გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა - გზა დაუთმონ ქვეითებს. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამა მოიცავს სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ამავე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, დაინერგა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების წესები. (NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)