|
2017-08-09 17:40:04, 2331 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ლექვინაძე: 15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერიას 50-მდე ახალი, ლურჯი ავტობუსი გაჩერებული ჰყავს. ირაკლი ლექვინაძე ალეკო ელისაშვილს ურჩევს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან თავი შეიკავოს და მათი ყურადღება კონკრეტული საქმიანი შეთავაზებებით მიიპყროს. როგორც თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, დედაქალაქში ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს, რაც მგზავრთა შემცირებული რაოდენობიდან გამომდინარე, ხაზებზე ნაკლები ავტობუსების გაყვანას ითხოვს. ირაკლი ლექვინაძის თქმით, 15 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გადაინაცვლებს და თბილისში, ყოველდღიურად, 13 სამარშრუტო ხაზზე, 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. „ამ დროისათვის, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის საზაფხულო რეჟიმი მოქმედებს და ახალი ავტობუსების ხაზებზე გაყვანა არსებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ავტობუსები 12 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. პეკინის ქუჩის დასრულების შემდეგ კი არსებულ 12 ხაზზე კიდევ ერთი, #150 ავტობუსი დაემატება.15 სექტემბრიდან, 13 სამარშრუტო ხაზზე, ყოველდღიურად დაახლოებით 125 ერთეული ავტობუსი იმოძრავებს. დარჩენილი 18 ავტობუსი კი იქნება სარეზერვო“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
(NS)
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)