|
2017-08-09 17:12:28, 886 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტები შეაჯამა
აჭარის მთავრობის სხდომა დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენელთან გასული დღეები შეაჯამა და ისაუბრა იმ წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც რეგიონში ხორციელდება. ზურაბ პატარაძემ აჭარის მთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა შუამთობის დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მაღალმთიან აჭარაში. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა რომ წელს შუამთობა ხალხმრავლობით და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა. „ჩვენ რამდენიმე დღე ვიმყოფებოდით მაღალმთიან აჭარაში, მოვინახულეთ ხულოს ყველაზე მაღალი იალაღები, წელს დასრულდა 6 მთის ელექტროფიკაცია, რაც უპრეცედენტო პროექტია", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძზე დაწყებული ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა. კურორტზე 4 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთა ინვესტიცია 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ზურაბ პატარაძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კურორტი განვითარების გეგმის მიხედვით ვითარდება და საბოლოო ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს. ისტორიულ პროექტად შეაფასა ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტი ბათუმიდან შუახევამდე უკვე შეძენილია და მშენებელი კომპანიაც უახლოეს პერიოდში გამოვლინდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ტურისტულ სეზონზე, ტურისტების რიცხვის ზრდაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბათუმის აეროპორტში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 20-22 ფრენა ხორციელდება და 2017 წლის 6 თვეში ბათუმ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.
(NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)