|
2017-08-09 11:44:52, 2730 ნახვა
სამართალი
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 2 მეწარმე ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში 2 მეწარმე სუბიექტი ამხილეს. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავსა და ლაგოდეხში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან, სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ. შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით გამოავლინა 10-ზე მეტი ობიექტი, სადაც სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)