|
2017-08-09 11:15:33, 902 ნახვა
რეგიონი
ყვარელში ხსოვნის საღამო "მე მახსოვს აგვისტო" გაიმართა
8 აგვისტოს, 8 საათზე, ყვარელში, მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ ახალაგზრდების მიერ ორგანიზებული ღონისძიება "მე მახსოვს აგვისტო" გაიმართა. ღონისძიება ღია ცის ქვეშ მოეწყო და 1 საათი გაგრძელდა. საზოგადოების წევრებმა, პოეტებმა და ომში დაღუპული მებრძოლების ახლობლებმა და ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს. ღონისძიებაზე ყვარლის მუნიციპალიტეტში დაღუპული მებრძოლები ილია შავერდაშვილი, ზურა ტურაშვილი, გელა მებაღიშვილი და დავით ელიზბარაშვილი განსაკუთრებულად მოიგონეს. ისაუბრეს მათი ბავშობის, განვლილი გზისა და ომში ყოფნის პერიოდზე. ღონისძიება სპონტანური სახის იყო და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით მოეწყო. დასრულებისას სიმბოლურად სანთლები აანთეს, ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავსაყოფად და 08.08.08 გამოსახეს. საღამოზე 15 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც უჩვენეს. შეკრებილებს კი გულზე დასაბნევად ყაყაჩოები დაურიგეს. ღონისძიების ბოლოს შეკრებილმა საზოგადოებამ ერთობლივად შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიებას ომში დაღუპულ მებრძოლების ახლობლები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)