06:44 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 11:34:41, 2503 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ პოლონეთს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა

მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი გრძელიშვილმა განუცხადა.

„გუშინ მივმართეთ პოლონეთის მხარეს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მედიასაშუალებებში, რომ იგი იმყოფებოდა პოლონეთში. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, - აღნიშნა გრძელიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-დან პოლონეთში გუშინ ჩავიდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა, იგი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ არის. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ პოლონეთში ჩასვლისას მას არავითარი პრობლემები არ შექმნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics