|
2017-08-03 17:09:11, 1079 ნახვა
რეგიონი
აჭარის სამინისტროების თანამშრომლებისთვის C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა
დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით C ჰეპატიტის სკრინინგი სამინისტროების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. C ჰეპატიტის სკრინინგი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, აგრეთვე, ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროთა თანამშრომლებისთვის ჩატარდა. „2015 წლის 1 ივნისიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქტიურად მონაწილეობს თანადაფინანსების კომპონენტში, კერძოდ, პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ბენეფიციარები. თანადაფინანსების კომპონენტი სოციალურად დაუცველებისათვის შეადგენს 30%-ს, ხოლო სხვა დანარჩენებისათვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის 60%-ს. სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მკურნალობაში ჩართული იქნა 2591 პირი, მ.შ. ბათუმში -1521, ქობულეთი- 696 , ხელვაჩაური- 309, ქედა- 21, შუახევი- 21, ხულო- 23. მკურნალობა დაასრულა და გამოჯანმრთელდა 1417 პირმა, მ.შ. ბათუმში -842, მუნიციპალიტეტებში -575. დღეის მდგომარეობით, მკურნალობას 590 ბათუმის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 442 მკვიდრი აგრძელებს“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)