|
2015-04-24 11:46:17, 616 ნახვა
საზოგადოება
კონფერენცია - „ტყის მდგარდი მართვა მწვანე ეკონომიკისთვის“ გაიმართა
სასტუმრო „კოსტე“ -ში კონფერენცია - „ტყის მდგარდი მართვა მწვანე ეკონომიკისთვის“ გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ გიორგი სომხიშვილმა სიტყვით მიმართა. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად სატყეო სექტორს აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომელიც - ტყის მდგრად მართვასა და ხე-ტყის ნაწარმით ვაჭრობას ითვალისწინებს. აღნიშნული ვალდებულების აღსრულების მიზნით, სატყეო სექტორში გაწერილია მრავალი ქმედება და აქტიურად მიდის მუშაობა, რომლის განხორციელებაშიც ასევე ჩართულები არიან დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები“, - განაცხადა სომხიშვილმა. შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა მწვანე ეკონომიკისთვის“ კავკასიის რეგიონის კოორდინატორმა ელინა ვარშტამ. „დღეევანდელ შეხვედრაზე პროექტში მონაწილე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მიზანია კავკაიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში შემუშავდეს ტყის მდგრადი მართვის სამოქმედო გეგმა, რათა განვითარდეს მწვანე ეკონომიკა“, - განაცხადა ელინა ვარშტამ. რეგიონალურ სამუშაო შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიხედვითაც მწვანე ეკონომიკაში ტყის მდგრადი მართვის სამოქმედო გეგმა შემუშავდება. პროექტი გაეროს ეკონომიკური კომისიის და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)