|
2017-08-03 15:54:00, 2906 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: ვლადიმერ პუტინის ვიზიტისთვის შერჩეული თარიღი, შემთხვევითი არ არის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და თარიღი, რომელიც ამ ვიზიტისთვისაა შერჩეული, შემთხვევითი არ არის. ციხელაშვილის თქმით, 8 აგვისტოს საქართველოში რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების ღია ოკუპაციის 9 წლისთავია. სახელმწიფო მინისტრი ამ ფაქტს ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს. ციხელაშვილის განმარტებით, ესაა განაცხადი, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. „ალბათ, ეს არის მცდელობა, კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს რუსეთის ექსკლუზიური გავლენა, რომელიც მან დაამყარა 2008 წელს საქართველოს 2 რეგიონზე. ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციის ფაქტს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის. ასეთია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაც. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან და სწორედ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას, გაჟღერებული იყო ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად. ასევე პოზიცია, რომ აშშ-ს მხრიდან იქნება ძლიან მკაცრი პასუხი ქვეყნების მიმართ, ვისაც ექნება მცდელობა, ხელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ პროვოკაციებზე წამოგება, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)