|
2017-08-02 17:01:57, 2525 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: 2017 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი გაუმჯობესდა
საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2017 წლის მეორე კვარტალში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი გაუმჯობესდა და საერთაშორისო ვაჭრობა გაიზარდა, რაც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ განაპირობა. „ სამომხმარებლო ფასების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებს უახლოვდება, განვითარებად ქვეყნებში შემცირდა მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართულებით, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში შეინიშნება ინფლაციის ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკა 2017 წელს 3.5%–ით გაიზრდება1 . 2017 წლის დასაწყისიდან ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა რეგიონშიც, როგორც სასაქონლო პროდუქციის ექსპორტიორ, ისე იმპორტიორ ქვეყნებში, რაც დიდწილად ნავთობზე ფასების ზრდის, ევროკავშირში გაუმჯობესებული ეკონომიკური ვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე დაფინანსების პირობების გაუმჯობესებით არის განპირობებული. მსოფლიო ბანკის პროგნოზის, მიხედვით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2017 წელს მოსალოდნელია 2.5% ზრდა, ხოლო 2018-2019 წლისათვის ეს მაჩვენებელი 2.8%-მდე გაიზრდება. არსებული პროგნოზი განპირობებულია რუსეთსა და თურქეთში შედარებით სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღების მოლოდინით“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)