|
2017-08-01 19:26:31, 3471 ნახვა
Lifestyle
კალაძე პენსის ვიზიტზე: ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის
„ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს. როგორც კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აშშ-ის მხრიდან მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ქვეყნის იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. „დღეს დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი საქართველოში. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ მოვლენას და იმ საინტერესო პროცესებს, რაც საქართველოს დემოკრატიის ირგვლივ ვითარდება. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას იმსახურებს. ჩვენ გამოვიარეთ ურთულესი გზა დღევანდელ დღემდე და დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ წინ კიდევ უფრო საინტერესო, მოლოდინებით სავსე გზა გვაქვს და ეს მხარდაჭერა, მეგობრობისა და პარტნიორობის დემონსტრირება სერიოზული და საიმედო საყრდენია ჩვენი იდეებისა და მიზნების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს დამატებით სტიმულს, რომ მუხლჩაუხრელად ვიმუშაოთ საქართველოს კეთილდღეობისთვის, ყველამ ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე -ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე!“, - წერს კალაძე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)