|
2015-04-24 10:16:48, 505 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ბათუმს ეწვევა
ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს აჭარას სტუმრობს. ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები დაესწრებიან. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოგვიანებით სასტუმრო „შერატონში“ ცერემონია გაიმართება, სადაც ხელი მოეწერება ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის დელეგაციის წევრები, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მოინახულებენ ქობულეთში არსებულ აგრო სერვის ცენტრის სანერგე მეურნეობას. ასევე, ბელარუსის ოფიციალური დელეგაცია დაათვალიერებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს. შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან. ბელარუსის პრეზიდენტის 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დასრულდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)