|
2017-07-31 12:17:21, 2403 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით ბაქრაძე: ოკუპაცია იქნება ის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ -ის ვიცე პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებული გზავნილია. ელჩის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში მესამე შეხვედრა იქნება პრემიერსა და ვიცე პრეზიდენტს შორის, რაც ამერიკა საქართველოს მაღალ დინამიკაზე მეტყველებს. „აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან უკვე 6 თვის განმავლობაში, არის განსაკუთრებული გზავნილი ამ ორმხრივი ურთიერთობის. ის რომ საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს შორის ამ 6 თვეში მესამე შეხვედრა იქნება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში გვაქვს. თავისთავად ის კონტექსტი, რომლითაც პენსი მოემგზავრება, ვგულისხმობ ესტონეთსა და მონტენეგროსთან ერთად საქართველოში ვიზიტს, მიუთითებს, რომ საქართველოს, როგორც ევროატლანტიკურ სივრცეში პარტნიორს და ძალიან ერთგულ მეგობარს, აშშ აფასებს",- განაცხადა ბაქრაძემ. ამასთან ელჩმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ოკუპაცია და მცოცავი ანექსია არის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აყენებს აშშ- ის წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობის დროს. "ეს არის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აყენებს ორმხრივი ურთიერთობების დროს. რა საკვირველია მიმდინარე ოკუპაცია, მცოცავი ანექსია იქნება ის უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ ამ შეხვედრის დროს დავაყენებთ",- დასძინა დავით ბაქრაძემ.
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)