05:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 12:23:28, 2443 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი დაზღვევამ“ ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალი აანაზღაურა

2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს "გუჯუჯისთვისთვის" მიყენებული ზარალი, თიბისი დაზღვევამ აანაზღაურა.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული 30-მდე მაღაზია, რომელიც შპს. „გუჯუჯს" ეკუთვნოდა, თიბისი დაზღვევაში იყო დაზღვეული.

კომპანიას დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის რისკიც, ამიტომ დაზარალებულს მიყენებული ზარალი მაქსიმალურად აუნაზღაურდა და ანაზღაურების მოცულობამ  52 170 ლარი შეადგინა.

 შპს „გუჯუჯის" დაზიანებული შენობის კონსტრუქციული ელემენტების აღდგენის სამუშაოების განხორციელება უკვე დაიწყო და ის სავარაუდოდ 2 კვირაში დასრულდება.

 შეგახსენებთ, თიბისი დაზღვევაში ქონების დაზღვევისას, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე შესაძლებელია საქმიანობის  შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics