|
2017-07-25 12:51:35, 2404 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ტარას შავშიშვილმა დადასტურა, რომ გიორგი მამალაძისთვის ციანიდი არ გადაუცია
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატის, ეკა ლომიძის განცხადებით, დეკანოზის მეგობრის, ტარას შავშიშვილის დაკითხვა მიმდინარეობს. ლომიძის თქმით, შავშიშვილმა ჩვენებაში დაადასტურა, რომ ციანიდზე მამა გიორგი მამალაძესთან საუბარი არ ჰქონია და მისი არც მსგავსი რამ გადაუცია. ამასთან, ლომიძის ინფორმაციით, ტარას შავშიშვილმა აღნიშნა, რომ ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნებაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი სტატიები არც არსებობდა. რაც შეეხება იმას, თუ რა გადასცა ტარას შავშიშვილმა მამა გიორგი მამალაძეს აეროპორტში გამგზავრებამდე, ლომიძის თქმით, შავშიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ დეკანოზს ღვინო და სასულიერო პირისთვის განკუთვნილი ბარათი გადასცა. „ტარას შაშვიშვილმა სასმართლოს წინაშე დაადასტურა, რომ არანაირი საუბარი დეკანოზთან ციანიდზე არ ჰქონია, არ გადაუცია მისთვის მსგავსი რამ, არც ერთი ფაქტი არ არსებობს ამის დამადასტურებელი. ადასტურებს, რომ მამალაძესთან ჰქონდა ერთწლიანი ურთიერთობა, მეგობრული ახლო ურთიერთობა. ციანიდთან და ცილისმწამებლურ სტატიებთან შეხება არ დაადასტურა. თქვა, რომ არანირი ცილისმწამებლური სტატია არ დაუკვეთავს არასოდეს“, - განაცხადა ეკა ლომიძემ. ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საფუძველს მოკლებულია საუბარი იმის შესახებ, რომ პატრიარქი მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მამა გიორგი მამალაძისთვის კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. მისივე თქმით, მოწმემ განმარტა, რომ თეთრუაშვილი კარიერულ წინსვლაში მამალაძეს ხელს ვერ შეუშლიდა, რადგან ეს მის ფუნქციებში არ შედიოდა. ამ წუთებში ტარას შავშიშვილის დაკითხვა ჯვარედინ რეჟიმში მიმდინარეობს.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)