|
2017-07-21 20:02:07, 2791 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოსა და ტუნისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორი ქვეყნის ავიაკომპანიებისათვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შემუშავება წარმოადგენდა. გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი", რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე. აღსანიშნავია, რომ საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ტუნისის მხრიდან შეხვედრას ავიაკომპანიები „Nouvelair" და „Tunisair" ესწრებოდნენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან ავიაკომპანიებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მოთხოვნებზე და თანმდევ პროცედურებზე.
(NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)