|
2015-04-23 11:45:33, 598 ნახვა
საზოგადოება
„ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს მსახიობი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს თეატრისა და კინოს მსახიობი, პოეტი, ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრა პროექტის „წიგნის კლუბის“ ფარგლებში გაიმართა და ის წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ახალგაზრდებისთვის მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტის“ თემაზე პრეზენტაცია გამართა. სტუმარმა ისაუბრა როგორც უშუალოდ წიგნზე, ისე მის ავტორზე, პერსონაჟებზე, მთავარ ღირებულებებზე. მოსწავლეებს გააცნო „დონ კიხოტზე“ სხვადასხვა კრიტიკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრებებიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დონ კიხოტის გმირისა და თანამედროვეობის შედარებას, იმ ღირებულებებსა თუ იდეალებს, რომელებიც ამ წიგნს გააჩნია. შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ინტერაქტიულ შეხვედრაში და მოსაზრებები გამოთქვეს. ცნობისთვის, „წიგნის კლუბი“ საქართველოს იუსტიციის დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ ერთ-ერთი პროექტია, რომლის მიზანია წიგნის პოპულარიზაცია, ლიტერატურული ნაწარმოების განხილვის გზით არასრულწლოვნებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ანალიტიკური აზროვნების განვითარება, პრეზენტაციული და არგუმენტირებული მსჯელობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. პროგრამა „ლიდერთა სახლი“ საქართველოს 13 ქალაქში მიმდინარეობს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)