|
2017-07-20 18:12:17, 2893 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსი“ სამხრეთ კავკასიაში KUMHO-ს ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი გახდა
„თეგეტა მოტორსმა“ ექსკლუზიური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საბურავების უმსხვილეს მწარმოებელთან KUMHO-სთან. მემორანდუმის თანახმად, „თეგეტა“KUMHO-ს ბრენდის პრემიუმ ხარისხის საბურავების ექსკლუზიური რითეილერი იქნება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. კომპანია KUMHO 1960 წელს დაარსდა და 3 უმსხვილეს საწარმოს ფლობს სამხრეთ კორეაში, აშშსა და ინგლისში. კომპანიის 50 წლიანმა გამოცდილებამ განაპირობა ბრენდის ლიდერობა საერთაშორისო ბაზარზე. KUMHO გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვატორი კომპანიაა საბურავების წარმოების კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. KUMHO გახლავთ Formula 3 -ის ოფიციალური სპონსორი. KUMHO-ს ბრენდის საბურავები შეგიძლიათ შეიძინოთ „თეგეტა მოტორსის“ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის ფილიალებში, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით ასევე 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე. „თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სრული ავტო-ტექ მომსახურებით, ასევე შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. რაც მთავარია ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)