|
2015-04-23 11:27:33, 642 ნახვა
საზოგადოება
მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები დასახელდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის საგრანტო კონკურსში(N002-2015) გამარჯვებული 2 არასამთავრობო ორგანიზაცია გამოვლინდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვითა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ორგანიზაციებზე 2 გრანტი გადანაწილდა, რომელთა საერთო ღირებულებაც 50 000 ლარს შეადგენს. „საგრანტო პროგრამა გულისხმობს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის იურიდიული დახმარების გაწევისა და საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსებას. პროგრამის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განაცხადები, სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად, საგრანტო კომისიამ განიხილა, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციებია:იურიდიული დახმარების დაფინანსება - ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება - ა(ა)იპ „ვიპიარ ჯგუფი“ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, 340 000 ლარის ოდენობის 12 გრანტი 9 არასამთავრობო ორგანიზაციაზე უკვე განაწილდა“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)