|
2015-04-23 11:18:17, 612 ნახვა
სამართალი
შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა კომისიის წევრებმა შიდა ქართლში სამუშაო შეხვედრა გამართეს
შსს-ს ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრები - შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე და შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის დანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკანონმდებლო სიახლე, რომლებიც შსს-ს ინიციატივით 2014 წელს შეიმუშავეს, ასევე, განხორციელებული კამპანიები და აქტივობები. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ის პრაქტიკული ხარვეზები, რაც სამართლებრივი მექანიზმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებობს. შეხვედრის მიზანი იყო ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის ხელშეწყობა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)