|
2017-07-19 17:16:17, 2787 ნახვა
სამართალი კომენტარი
შოთაძე: სააკაშვილის ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება უკრაინის კონსტიტუციაა
„ჩვენ ორჯერ გვაქვს ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში გაგზავნილი, რაზეც უარი არის მიღებული“,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც შოთაძემ განმარტა, უკრაინის კონსტიტუციით მისი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება. „ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მიღებული არის უარი. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან. თუმცა დღესდღეობით, მისი საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება სამართლებრივად არის უკრაინის კონსტიტუცია - მათი მოქალაქის უცხო ქვეყანაში ექსტრადირება არ შეიძლება. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)