|
2015-04-23 10:55:15, 570 ნახვა
საზოგადოება
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ანგარიშს წარადგენს
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის პოლიკლინიკების და საავადმყოფოების ხელმძღვანელებს, ასევე აცრებზე პასუხისმგებელ პირებს წარუდგენს ანგარიშს - „აჭარაში მართვადი ინფექციების მიმართ აცრებით მოცვის მაჩვენებლების შესახებ“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციას დაქვემდებარებული სამიზნე მოსახლეობის შესახებ ამცრელი უბნებიდან წარმოდგენილი სტანდარტული ანგარიშის საფუძველზე 2014 წელს ვაქცინოპროფილაქტიკას დაექვემდებარა 1 წლამდე ასაკის 5992 ბავშვი. შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის, მედიისთვის, მოსახლეობისთვის და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება – იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)