|
2017-07-19 14:13:24, 943 ნახვა
სამხედრო
23-ე ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მისიას ასრულებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA ასრულებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მისიაში მონაწილე მშვიდობისყოფელების დაჯილდოების ცერემონიალი დედაქალაქ ბანგიში მდებარე ბაზა „უკატექსზე“ გაიმართა. უწყების ცნობით, სამხედროებს საერთაშორისო ოპერაციის წარმატებით შესრულებისთვის მისიის ხელმძღვანელმა, ბელგიელმა გენერალმაჰერმან რაისმა მადლობა გადაუხადა და მშვიდობისმყოფელებს სამახსოვროდ „მისიებისა და ოპერაციებში მონაწილეობისთვის“ ბელგიის სამეფოს მედლები გადასცა. სიტყვით მიმართვისას ბელგიელმა გენერალმა სამხედრო-საწვრთნელი მისიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში - EUTM RCA 31 იანვრიდან ჩაერთო. ქართული კონტინგენტი მისიას 6 თვის განმავლობაში დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს რამდენიმე კვირაში ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ჩაანაცვლებს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)