|
2017-07-19 12:05:11, 752 ნახვა
რეგიონი
რეგიონებში „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაცია გრძელდება
„საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია“ 2017 წლის 9 ივლისიდან მართავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პრეზენტაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მონაწილე გუნდების წარმომადგენლები, ასევე, სოფლის რწმუნებულები და სხვა დაინტერესებული პირები. პრეზენტაცია მიზნად ისახავს „მოყვარულთა თასი 2017“-ის პოპულარიზაციას და მონაწილე გუნდებისათვის ჩემპიონატის დებულებისა და მონაწილეობის წესების გაცნობას, ასევე, დამატებით საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის სამომავლო მიზნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ასოციაციის წარმომადგენლებმა, აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგ, 15-19 ივლისს შეხვედრები გამართეს დასავლეთ საქართველოს ზონის რეგიონებში, კერძოდ: 15 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 4 15 ივლისი - იმერეთი - მონაწილე გუნდების რაოდენობა 7. 16 ივლისი - სამეგრელო - მონაწილე გუნდების რაოდენობა: ჩრდილოეთ ზონა 5 გუნდი, სამხრეთ ზონა - 6. 17 ივლისი - აჭარა - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6. 18 ივლისი - გურია - მონაწილე გუნდების რაოდენობა: 6. „მოყვარულთა თასი 2017“ იყოფა ორ ზონად: აღმოსავლეთი - 7 მუნიციპალური ლიგა და დასავლეთი - 6 მუნიციპალური ლიგა. ლიგების საუკეთესო გუნდები - 16 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ეტაპზე. რეგიონალური ეტაპი სტარტს აიღებს 2017 წლის 22 ივლისიდან. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)