|
2015-04-23 10:48:09, 376 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძემ აშშ–ს დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარ მოადგილეს ტოდ ჩაპმანს უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აშშ-ის დელეგაცია საქართველოში ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში იმყოფება. მინდია ჯანელიძემ აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხებს, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. თავდაცვის მინისტრმა ამერიკულ მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის ქართული ასეულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა გამართული ორმხრივი კონსულტაციების შედეგები და თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ის გაღრმავებული თანამშრომლობა. ეველინ ფარკასმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)