|
2017-07-17 18:02:35, 2575 ნახვა
ეკონომიკა
აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულებს მიულოცა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ, საქართველოს ბანკში გამართულ მიღებაზე რვა ქართველ სტუდენტს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს. სტუდენტები წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შემოდგომაზე აშშ-ში გაემგზავრებიან. მიღებას ასევე ესწრებიდნენ ფლბრაიტის პროგრამის მონაწილეები, ვინც თავიანთი გამოცდილება გამარჯვებულებს გაუზიარეს. ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. ამ პროგრამით 2014 წლიდან დღემდე 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი, სწორედ ამ კომპანიების დაფინანსებით წელს დამატებით კიდევ 2 სტუდენტი გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. აღნიშნულ პროგრამასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ამ დრომდე 4-მა ახალგზარდამ მიიღო განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც ბიზნესის ადმინიტრირების ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით. 2016 წლის ივლისში, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება. (R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)