|
2017-07-17 16:43:13, 2349 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ Mobile Pay-ს ახალი მაღალტექნოლოგიური ფუნქციები დაემატა
ვითიბი ბანკისა, Visa -ს და კომპანია Pri-Num - ის თანამშრომლობის შედეგად, მობილური გადახდების აპლიკაციას Mobile Pay - ს ახალი მაღალტექნოლოგიური პლატფორმა Visa Token Service დაემატა. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით მობილური გადახდები მაქსიმალურად უსაფრთხო ხდება. კერძოდ, გადახდის მომენტში ბარათის რეალური მონაცემების ნაცვლად სპეციალურად შექმნილი ერთჯერადი კოდის (ტოკენის) გადაცემა ხდება, რაც გამორიცხავს თქვენი ბარათის მონაცემების უცხო პირთან მოხვედრის შესაძლებლობას. ტოკენიზაცია უზრუნველყოფს გადახდის ონლაინ მომსახურებას საბანკო ბარათის გამოყენებისა და შეხების გარეშე. ამის გარდა, საქართველოში პირველად, ვითიბი ბანკი Mobile Pay - ს მომხმარებელს სთავაზობს ახალ შესაძლებლობას, ნებისმიერი გადახდა, რომელიც 45 ლარს აღემატება, პინ კოდის ნაცვლად თითის ანაბეჭდით დაადასტუროს. აღნიშნული სიახლე კიდევ უფრო გაამარტივეს აპლიკაციის მოხმარებას. შეგახსენებთ, რომ Mobile Pay წარმოადგენს აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მარტივად აწარმოოს უკონტაქტო გადახდები. ამისთვის, მხოლოდ მობილური ტელეფონის ნებისმიერი ბანკის POS ტერმინალთან მიახლოებაა საჭირო. აპლიკაციაში შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობის ბარათების ატვირთვა, ხოლო ანგარიშსწორების მომენტში მომხმარებელი თავად ირჩევს თუ რომელი ბარათით სურს გადახდა. Mobile Pay-თ სარგებლობა და გადახდების წარმოება უფასოა.
(R)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)