|
2015-04-23 09:25:50, 399 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძისთვის გაუგებარია, რატო გაჩნდა ხმები, თითქოს, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, ლუკაშენკოს გზავნილი ჩამოაქვს
საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ თენგის ფხალაძისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაჩნდა ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში გზავნილი ჩამოაქვს. როგორც ფხალაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილები მაშინ ჟღერდება, როცა ორივე მხარის მხრიდან ურთიერთობის დარეგულირების პოლიტიკური მზადყოფნა არსებობს. ფხალაძის განმარტებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი მზადყოფნა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. "მე არვიცი, რატომ გაჩნდა ხმები. მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ გზავნილები ჟღერდება მაშინ, როდესაც არსებობს პოლიტიკური მზადყოფნა მხარეების მხრიდა, ყველა მხირდან, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რაღაც საკითხის მოსაგვარებლად.სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისგან მსგავსი მზადყოფნა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის.აქედან გამომდინარე, გზავნილებზე საუბარი ზედმეტია, გარდა ამისა, იცით, რომ არსებობს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის იგივე თუნდა ჟენევის ფორმატი, სხვა ფორმატები. ასე რომ, აქ გზავნილის მიტანზე საუბარი არ არის, აქ საუბარია პოლიტიკურ ნებაზე, რომ გადაიდგას რეალური ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების პრობლემა და ამიტომ, სანამ მსგავსი მზადყოფნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან არ იქნება, აქ რაიმე გზავნილებზე საუბარი ზედმეტია",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)