13:39 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 21:43:42, 2861 ნახვა

კომენტარი
სანდრო ბრეგაძე: დაიწყო ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც სოროსის ძალებს სანაგვეში მოისვრის

„ეს არის დასაწყისი, პირველი მარცვალი, რომელიც აუცილებლად გაღვივდება“, - ამის შესახებ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორმა, მოძრაობა „ეროვნულების“ თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს საიმიგრაციო პოლიტიკა, უნდა მოხდეს დეპორტირება უცხოელების, რომლებიც კრიმინალები არიან და უნდა დაიხუროს ყველა საეჭვო ტიპის დაწესებულება, სადაც ტრეფიკინგი მიმდინარეობს.

„ეს დღე არის ყველაზე დიდი დღე იმით, რომ დაიწყო ახალი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც წელში გადატეხავს და სანაგვეში მოისვრის სოროსის დაფინანსებულ ლიბერასტულ ძალებს, რომლებიც მთელი თავისი მოღვაწეობით არიან საქართველოს მტრები“, - განაცხადა ბრეგაძემ.

„ექსპრესნიუსის“ კითხვაზე, თუ ხელისუფლება არ შეცვლის საიმიგრაციო პოლიტიკას, რა ზომებს მიმართავენ ისინი, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მათი მოქმედება ბევრად უფრო რადიკალური იქნება.

„გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ვიყავით დღეს. ჩვენი მოქმედება იქნება ბევრად უფრო რადიკალური. ეს არის დასაწყისი, პირველი მარცვალი, რომელიც აუცილებლად გაღვივდება. შემდეგ აქციაზე გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

"ექსპრესნიუსის" რედაქცია ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს ემიჯნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics