13:38 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 14:59:24, 2617 ნახვა

სამართალი კომენტარი
პროკურორი: შორენა თეთრუაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მამალაძისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, მოწმის ჩვენებით დადასტურდა, რომ შორენა თეთრუაშვილს ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძისთვის ციანიდი და გველის შხამი არ უთხოვია.

როგორც გუბელაძემ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა, ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ თეთრუაშვილი დეკანოზისთვის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო.

"დადასტურდა, რომ ბრალდებული იტყუებოდა. დადასტურდა, რომ გველის შხამი და ციანიდი თეთრუაშვილს არ მოუთხოვია. მან ასევე ცილისმწამებლურ სტატიებზე ისაუბრა, რომლის დამკვეთი იყო ბრალდებული",- აღნიშნა ზვიად გუბელაძემ.

ცნობისთვის, ე.წ ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილის დაიკითხა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მან სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე - დრო გადამწყვეტი ფაქტორია
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics