|
2017-07-14 10:37:07, 756 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე მაროშ შევჩოვიჩს და იანოშ ჰერმანს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მაროში შევჩოვიჩთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩთ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპელ სტუმრებს ზურაბ პატარაძემ აჭარის რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ მათ ინფორმაცია მიაწოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების შესახებ, წარუდგინა ასევე შეხვედრაზე მყოფი აჭარის მთავრობის წევრები. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნისათვის გაწეული დახმარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში თანადგომისათვის. მაროშ შევჩოვიჩმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს რეგიონში მასპინძლობისათვის. მისი თქმით, აჭარა ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტების სიმრავლით გამოირჩევა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს საქართველოში. „განსაკუთრებით შთამბეჭდავია მიმდინარე საერთაშორისო პროექტების რიცხვი, რომელიც აჭარაში ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით" - აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერით სატრანზიტო რეგიონის კიდევ უფრო განვითარების მიზნით ხორციელდება, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერილი პროექტი, რომელიც ქალაქ ბათუმში 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსის შემოყვანას გულისხმობს. შეხვედრას ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის მაღალი რანგის პირები ესწრებოდნენ. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)