|
2017-07-13 21:06:07, 2392 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ბათუმის განახლებული სატრანსპორტო სისტემა უფრო უკეთ მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს
„მთელი გულით მინდა ბათუმს მივულოცო ეს შენაძენი, რომელიც უახლესი 1-1,5 წლის განმავლობაში ამ ქალაქში გამოჩნდება. ის შესაძლებლობას მისცემს ბათუმის სატრანსპორტო სისტემას კიდევ უფრო უკეთ მოემსახუროს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკი 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შეივსება. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს უნდა იყოს დასაწყისი ბათუმში სატრანსპორტო რეფორმისა, რომელიც აღნიშნულ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით უფრო მიმზიდველს გახდის, სადაც, მისი თქმით, ეკოლოგია იქნება მაქსიმალურად დაცული და სადაც, რაც შეიძლება მეტი ქუჩა იქნება საფეხმავლო ან იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრო ავტობუსები. თავის გამოსვლაში, პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა მხარეს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი როლი. „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს ჩვენს ქვეყანაში. მისი მხარდაჭერით, იმ პროექტით, რომელიც ბათუმის მერიამ EBRD-თან ერთად მოამზადა, საბოლოო ჯამში, საგრანტო კომპონენტის თანადაფინანსება მივიღეთ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. (NS)
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)