|
2017-07-11 19:21:27, 2918 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მორიგი პროცესი დასრულდა - როგორ აფასებენ მხარეები მოწმეთა ჩვენებებს
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა გამომძიებლებმა, რომლებმაც უშუალოდ განახორციელეს გიორგი მამალაძის დაკავება და ბარგის დათვალიერება, დაადასტურეს, რომ მათ მიერ ყველა საგამოძიებო მოქმედება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა. „გამომძიებლებმა გაიხსენეს, რომ ბრალდებულმა თავად ამოიღო ჯერ ტანსაცმლის საწმენდი ნივთი, რომელიც თავისი ინიციატივით დაშალა, შემდეგ ამოიღო ფეხსაცმლის საწმენდი დეზოდორანტი, განაცხადა რომ არის ფეხსაცმლის საწმენდი და ცდილობდა, გადაედო გვერდზე. მას შემდეგ, რაც გამომძიებლებმა მოსთხოვეს, რომ ისიც გაეხსნა და ეჩვენებინა, თავად ბრალდებულმა მოხსნა თავსახური და გადმოვარდა პოლიეთილენის ნივთი, რომელშიც მოთავსებული იყო ნატრიუმის ციანიდი. ამის შემდეგ ბრალდებულის რეაქცია იყო ყველასათვის მოულოდნელი. მან ადვოკატს განუცხადა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და მისი დახმარება არ სჭირდებოდა. ამ ემოციური განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, დამშვიდდა, ადვოკატთან გაიარა კონსულტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრა, რომ თითქოს ეს ნივთიერება მისი არ იყო. მანამდე აღნიშნულთან დაკავშრებით მას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ და დასძინა, რომ გამოკვლეული იქნა დათვალიერების ოქმი და გამომძიებლებმა დაადასტურეს, რომ პოლიეთილენის პარკის მთლიანობა, რომელშიც ბარგი იყო მოთავსებული, არ იყო დარღვეული. შესაბამისად, პროკურორის მტკიცებით, ნებისმიერი უკანონო ქმედება გამოირიცხა. საპირისპიროს აცხადებს დაცვის მხარე. ადვოკატი გიორგი ფანცულაია ლუქის მთლიანობის დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე იგი ხაზს უსვამს რამდენიმე დეტალს, რომელიც როგორც თავად ამბობს, გამომძიებლებს დაკითხვისას წამოსცდათ. „ბარგის გახსნის შემდეგ, მხოლოდ იმ ერთ ნივთს აქვს გადაღებული ფოტოები, რომელშიც შემდგომ ვითომდა შემთხვევით აღმოაჩინა პროკურატურამ ე.წ. ციანიდი. როცა ვკითხეთ, რა იცოდნენ ფოტო რომ მხოლოდ ამ ერთ ნივთს გადაუღეს და არა სხვას, გამომძიებელმა გაკვირვებულმა მითხრა, ციანიდი ხომ ამაში იყოო. სანამ მისი დათვალიერება განხორციელდებოდა, რა იცოდა, რომ აღნიშნულ ნივთში იყო ციანიდი. მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ პირდაპირ ჩანს ფოტოზე, როგორაა გახეული ის ლუქი და პარკი, რომელშიც იყო მოთავსებული ბარგი. შემდეგ თქვეს, რომ თითქოს ეს პარკი მას შემდეგ გახიეს, როცა ციანიდი ამოიღეს აქედან. იყო მწვავე კითხვები, სადაც გამომძიებლები იჭრებოდნენ და ნებსით თუ უნებლიედ სიმართლე სცდებოდათ. დაკავების და ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულია, რომ პირადი ჩხრეკა მოხდა აეროპორტში, რეალურად კი, ის მოხდა პროკურატურაში, თუმცა ჩვენს კითხვაზე თქვეს, რომ მამა გიორგი მამალაძის პირადი ჩხრეკა განხორციელდა მანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს პროკურატურაში“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ამ დროისთვის 60-ზე მეტი მოწმე ჰყავს დაკითხული. მომდევნო სასამართლო სხდომა კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით, 14 ივლისს 11:00 საათზე განახლდება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)