|
2017-07-11 14:52:32, 883 ნახვა
რეგიონი
ხონში იუსტიციის სახლი აშენდება
ერთ სივრცეში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას ხონის მოსახლეობაც შეძლებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქალაქ ხონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა. ხონის იუსტიციის სახლი 920 კვ. მეტრი იქნება და ის 2000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება. ხონის იუსტიციის სახლი 22-ე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კეთილმოწყობილ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღეისათვის იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში. ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის რიგით მეოცე ფილიალი იქნება, 21-ე იუსტიციის სახლი კი მარტვილში აშენდება. მისთვის შერჩეული ადგილი იუსტიციის მინისტრმა გასულ კვირას მოინახულა.
(NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)