|
2017-07-09 11:23:15, 2503 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ტალინში ესტონელ კოლეგას შეხვდა
ტალინში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ანდრეს ანველტს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ესტონეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე იმსჯელეს და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები განიხილეს. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა ანდრეს ანველტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ესტონეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის შს მინისტრებმა ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს: შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად, შინაგან საქმეთა და საპოლიციო რეფორმების განხორციელებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფორმაციისა და ექსპერტების გაცვლას, შეხვედრების, ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ესტონეთის შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია. (NS)
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)