|
2017-07-08 19:03:13, 784 ნახვა
რეგიონი
ბელარუსში აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
ბელარუსის რესპუბლიკაში აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან შხვედრის შემდეგ, აჭარის მთავრობის დელეგაცია მოგილიოვის აღმასრულებელ რაიონულ ოლქში ოფიციალურად მიიღეს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, სადაც დამეგობრებული რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა ორხმრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღმავებაზე ისაუბრეს. თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2017-2019 წლებში ორმხრივი ურთიერთობების სამოქმედო გეგმას მოიცავს. ზურაბ პატარაძემ მოგილიოვის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან ვლადიმირ დომანესკისთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა თანამშრომლობის სფეროები. მოგილოვის ოქლსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტიური ტურიზმის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით იქნება. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, დიდია ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკიდან, კერძოდ, მოგილიოვის ოლქიდან აჭარის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის მიმართ. ბელარუსი მეგობრები დაინტერესბულნი არიან ასევე სოფლის მეურნეობის და კულტურის დარგში ერთობლივი პროექტების გამხორციელებით. მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმებაც თანამშრომლობის სწორედ ამ სფეროებს მოიცავდა. დაიგეგმა ასევე მოგილიოვის საპასუხო ვიზიტი აჭარაში, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შედგება. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ხვალ, ქალაქ მინსკში, გაიმართება შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადმირი მაკეასთან. ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ბელარუსის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. რეგიონის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.
(NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)