|
2015-04-22 11:05:27, 609 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში უფასო სამედიცინო მომსახურება 218 პაციენტს გაეწია
სს ,,ქობულეთის სამედიცინო ცენტრში" შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „ენმედიცის“ ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცა მიეღო აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის 2 ენდოკრინოლოგის და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. ჩატარდა რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. აქციის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება სულ 2018 პაციენტს გაეწია. აქცია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან გორგილაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)