|
2017-07-07 14:48:44, 848 ნახვა
რეგიონი
უამინდობამ ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს პრობლემები შეუქმნა
გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჩვეშურმა ონის რაიონში, სოფელ ღებთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, თუმცა სამუშაოების დაწყება მდინარის ადიდების გამო ვერ ხერხდება. „სოფელ ღებში მიმავალი გზა, რომელიც უკავშირდება მუნიციპალიტეტს, გუშინ გაწმენდილი იყო, მაგრამ დღეს მდინარე ჩვეშური ადიდდა და გზა დაფარა. ელოდებიან წყლის დონის დაკლებას, რომ მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება ჭიორა-საგლოლოს მონაკვეთს, აქ წარმოქმნილი ღვარცოფები და მეწყრული კერები გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამ ეტაპისთვის მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქაც მდინარის დონის დაკლებასაც ელოდებიან, რომ მოხდეს სამუშაოების ძირეულად ჩატარება“,-აცხადებენ ონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მათივე ინფორმაციით, დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულებიც. „გარკვეულ ნაწილებზე დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები. ამ ეტაპზე არ ყოფილა დაფიქსირებული ფაქტი იმისა, რომ მდინარეს გადმოელახა კალაპოტი და შესულიყო საცხოვრებელ სახლებში ან ეზოებში“,-აცხადებენ პრესსამსახურში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)