22:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 09:48:17, 602 ნახვა

საზოგადოება
მახუნცეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მახუნცეთის თემში „ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაცია. ასევე ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.

აქცია, „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 5 უფასო სამედიცინო აქცია ჩატრდა. „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმებმა მსგავსი აქცია 27 მარტს ცხმორისის თემში ჩაატარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics