|
2017-07-06 15:40:43, 2477 ნახვა
ეკონომიკა
ADC-მ ანაკლიის პორტის დიზაინი მთავრობას წარუდგინა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ანაკლიის პორტის წინასწარი დიზაინი მთავრობას წარუდგინა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დიზაინის მომზადება კიდევ ერთი საკვანძო ეტაპია, რომელიც კონსორციუმმა პორტის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში დაასრულა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, იგი შედგენილია როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო ნაწილების მშენებლობისთვის; წინასწარი დიზაინის დოკუმენტი ამ ტერიტორიის დაგეგმარების 70%-ს ასახავს. ანაკლიის პორტის დიზაინის შემუშავებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად საერთაშორისო კომპანიები „ვან ოორდი" (Van Oord), „როიალ ჰასკონინგი" (Royal Haskoning DHV) და „მოფატ ენდ ნიკოლი" (Moffat & Nicol) დაახლოებით 6 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)