|
2015-04-21 17:38:50, 842 ნახვა
სამართალი
არჩილ თალაკვაძის მტკიცებით, წინა ხელისუფლებას კანონიერ ქურდებთან კავშირი ჰქონდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წინა ხელისუფლება დღევანდელ შსს-ს კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. თუმცა, როგორც თალაკვაძე ირწმუნება, კანონიერი ქურდები საქართველოში 2006-2012 წლებში შემოვიდნენ. შესაბამისად, მისივე თქმით, კანონიერ ქურდებთან კავშირი წინა ხელისუფლებას ჰქონდა. "პოლიტიკური ოპოზიცია უყენებდა შსს-ს ბრალდებას, თითქოს ჩვენ არ დავაკავეთ კანონიერი ქურდი, რომელიც საქართველოში შემოვიდა. რეალურად, მე პირადად წარმოვადგინე 12 კანონიერი ქურდის სია, რომლებიც 2006- 2012 წლებში შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით მათ ყოველგვრი დისკონფორტის გარეშე დატოვეს ქვეყანა. სწორედ მინიმუმ ეს 12 მაგალითი არის იმის დემოსტრირება, რომ ის ადამიანები ჩვენ გვაბრალებენ თანამშრომლობას, ხელის დაფარებას კრიმინალზე, როცა თავად იყვნენ ჩართულნი ამგვარ გარიგებებში. დღეს, სწორედ ჩვენი ხელისუფლება, შს სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც დააკავა კანონიერი ქურდი, მაშინვე, როცა ის შემოვიდა რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოში. ასე, რომ არანაირი გარიგება საქართელოში არც შეიძლება იყოს", - აღნიშნა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)