10:56 - 23 May, 2026
|
2017-07-04 11:56:49, 2637 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის საზღვარზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც 79 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეტანას გეგმავდნენ
ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ეროვნულ კრიმინალურ სააგენტოსთან ერთად, საფრანგეთის საზღვარზე მიკროავტობუსი გააჩერეს, რომლითაც ქვეყანაში 79 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეტანას გეგმავდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იარაღი ძრავის ნაწილებში იყო ჩამალული, რომელიც მიკროავტობუსს მისაბმელით გადაჰქონდა. მედიის ცნობით, იარაღის უკანონო შეტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა 59 წლის მძღოლი და 23 წლის თანამგზავრი დააკავეს. ორივე დაკავებული ბრიტანეთის მკვიდრია. სამართალდამცველებმა საეჭვო ავტომობილის აღმოჩენა, ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მოახერხეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)