|
2017-07-04 11:35:24, 2619 ნახვა
მსოფლიო
Reuters: დონალდ ტრამპი რუსულ გაზზე დამოკიდებულ ქვეყნებს ამერიკულ გაზს შესთავაზებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალს ტრამპი 6 ივლისს ვარშავაში დაგეგმილ სამი ზღვის სამიტზე აპირებს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ გაზზე არიან დამოკიდებულები, ამერიკული ბუნებრივი აირი შესთავაზოს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპი ამერიკის თხევადი ბუნებრივი აირის სწრაფად მზარდი მარაგის გამოყენებას აპირებს. ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ჯეიმს ჯონსის განცხადებით, ამერიკული ბუნებრივი აირის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამ რეგიონში რუსეთის გავლენას შეამცირებს. ტრამპის აღნიშნულ ინიციატივას რესპუბლიკური პარტია ერთსულოვნად მხარს უჭერს. განსაკთრებული მხარდაჭერა იმ დეპუტატებისგან აქვს, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტისგან რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირებას ითხოვენ. ამასთან, პოლონელი ექსპერტის მიხაილ ბორონოვსკის შეფასებით, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტი რუსეთისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. რესპუბლიკელი სენატორის ცორი გარდნერის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას შეასუსტებს. ცნობისთვის, სამიტში პოლონეთის, ავსტრიის, უნგრეთის, ლატვიისა და ესტონეთის სახელმწიფოს მეთაურები მონაწილეობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)