10:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 10:40:33, 2618 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი დააკავა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ქალაქ არჟანტეას მკვიდრია. მამაკაცი პრეზიდენტზე თავდასხმას 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს გეგმავდა. 

როგორც მედია იტყობინება, თავდასხმის შესახებ მან კომპიუტერული თამაშის თანდართულ ელექტრონულ მიმოწერაში განაცხადა, სადაც ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღის შეძენით დაინტერესდა და მიზეზად თავდასხმა დაასახელა. რის შემდეგაც ერთ-ერთ სამთავრობო გვერდზე, რომელიც ინტერნეტში უკანონო აქტივობების მონიტორინგს ახორციელებს, შესაძლო თავდასხმის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა. 

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილის სახლში მისულ პოლიციელებს მამაკაცი სამზარეულოს დანით დაემუქრა. პოლიციამ ცივი იარაღი მის კუთვნილ ავტომობილშიც აღმოაჩინა. დაკითხვისას ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოკვლა პოლიტიკური მოსაზრებებით სურდა და ასევე გამიზნული ჰქონდა სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმა. 

BBC წერს, რომ მამაკაცი მანამდე გასამართლებული იყო. მას 3 წელი ჰქონდა მისჯილი. მაშინ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკის ქმედებებს ამართლებს. (ცნობისთვის, ბრეივიკმა 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა). 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics