|
2017-07-03 17:22:23, 1955 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა ელიავას ბაზრობაზე სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები დაცული
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაცული. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, სახანძრო უსაფრთხოების რეგულაციები არსებობს და მათში ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი თუ როგორ უნდა იყოს დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. „სახანძრო უსაფრთხოები რეგულაციები არსებობს და ძალიან კონკრეტულად არის გაწერილი. ამ შემთხვევაში რამდენად იყო ისინი დაცული ამის დადგენის ერთადერთი გზა გამოძიებაა და მჯერა, რომ ეს გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს“,-განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე წუხელ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა, მოგვიანებით კი, მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ხანძარი დაახლოებით 2500 კვ/მ-ზე იყო მოდებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)