10:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 14:15:25, 2552 ნახვა

მსოფლიო
ერაყში ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა ტერორისტმა თავი აიფეთქა - დაიღუპა 13 დევნილი და ერთი პოლიციელი

ერაყში ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა თვითმკვლელმა ტერორისტმა 14 დევნილი მოკლა, - ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ბაღდადში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში მოხდა, რომელსაც „ისლამური სახელწმიფოს“ ტყვეობიდან გაქცეული ერაყელები აფარებენ თავს.

როგორც მედია წერს, თავდასხმის დროს ასევე ერთი პოლიციელი დაიღუპა. კერძოდ კი, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როდესაც მასთან პოლიციელი მივიდა.

მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ 20 ადამიანი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. ამასთან, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა "ისლამური სახელლმწიფოს" ორგანიზებით მოხდა, რადგან დაჯგუფება ქვეყნის მასშტაბით ტერიტორიებს კარგავს და ერაყის სამხედრო ძალები ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციას წარმატებით ასრულებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics