|
2017-07-03 13:40:14, 2765 ნახვა
მსოფლიო
ბავარიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აალდა - დაშავდა სულ მცირე 31 ადამიანი
ბავარიაში ტურისტული ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა და აალდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. France Press-ის ცნობით, კიდევ 17 ადამიანის ბედი, რომლებიც ავტობუსში იმყოფებიან, ამ დრომდე უცნობია. "სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ავტობუსიდან გამოღწევა ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია სად იმყოფება კიდევ 17 ადამიანი", - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა. სამართალდამცველების თქმით, სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი დაღუპულია. ცნობისთვის, ავტობუსში, რომელიც ნიურნბერგში მიემართებოდა, სულ 48 ადამიანი იყო. ინციდენტის ადგილას სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ მაგისტრალი გადაკეტეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)