10:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-02 19:11:11, 2758 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მე თანამედროვე პრეზიდენტი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განმარტავს, თუ რატომ იყენებს ხშირად სოციალურ ქსელებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"სოციალურ ქსელებს ვიყენებ არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც თანამედროვე პრეზიდენტი" - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

მან  MSNBC- ის სატელევიზიო წამყვანის  კითხვასაც  უპასუხა, რომელიც სოციალური ქსელების არასწორ გამოყენებას ეხებოდა.

ტრამპი ამბობს, რომ სოციალური მედია საზოგადოებასთან პირდაპირ დაკავშირების საშუალებას აძლევს.

მედიის ინფორმაციით, ტრამპმა CNN- ზე შეტევა გააძლიერა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია CNN-მა რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატია გააუქმა.

ტრამპის თქმით,  ამიერიდან იგი CNN-ს არა როგორც „ყალბ“-„თაღლითურ“ ახალ ამბად მოიხსენიებს.

რუსეთთან დონალდ ტრამპის მრჩევლის საიდუმლო კავშირის შესახებ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის გამო,  სამსახურიდან ტელეკომპანია CNN-ის სამი თანამშრომელი დაითხოვეს.

 მათ ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებენ, რაც დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაცის გამოქვვეყნებას გულისხმობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics